დაცულია სს „ნუროლ ჰოლდინგის“ ვებ – გვერდზე გამოქვეყნებული ყველა ტექსტის, გრაფიკის, ლოგოს, ნახატის, ფოტოსურათის, ფიგურის, ტექნიკური ნახატების, ვიდეოჩანაწერების, ფილმების, პროგრამული უზრუნველყოფის და ელექტრონული მასალის ყველა უფლება .

სს „ნუროლ ჰოლდინგი“ ვალდებულია შეასრულებს აუცილებელო სამუშაო საიტზე მითითებული ინფორმაციის სიზუსტისა და განახლების უზრუნველსაყოფად . თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს პასუხისმგებლობას საიტზე გამოყენებული ინფორმაციის ზოგად ნამდვილობაზე .

სს „ნუროლ ჰოლდინგს“ არ ეკისრება რაიმე სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნებისმიერ პირდაპირ და/ან ირიბ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საიტზე არსებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების არასწორად ან ბოროტად გამოყენებით, მის კონტენტში შესაძლო ხარვეზებითა და შეცდომებით, საიტზე წვდომის შეზღუდვით, ხარვეზებით და/ან სისტემური გაუმართაობით ან კომპიუტერული ვირუსებით .

სს „ნუროლ ჰოლდინგ“ არ არის პასუხისმგებელი სხვა ინტერნეტ საიტების შინაარსზე, რომელიც მოწოდებულია ამ საიტის ბმულების მეშვეობით, თანახმად „ინტერნეტში მაუწყებლობის რეგულირებისა და BB Broadcasts – ის მეშვეობით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ N 5651 კანონისა .

სს „ნუროლ ჰოლდინგს“ არ ეკისრება რაიმე სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ბმულების გამოყენების შედეგად წარმოქმნილ პირდაპირ და/ან არაპირდაპირ ზიანზე .

მომხმარებლების მიერ საიტის ზოგიერთი მომსახურებით სარგებლობის მიზნით მოწოდებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი კონფიდენციალური იქნება და არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა მესამე პირებს .

შეუძლებელია სხვა პირს გააჩნდეს წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე და/ან შეცვალოს ისინი რაიმე ფორმით მომხმარებლის თანხმობის გარეშე . თუმცა, სს „ნუროლ ჰოლდინგს“ შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მომხმარებლის პროფილის შესაქმნელად .

იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ორგანოებიდან წარმოდგენილ იქნება სისხლის სამართლის საჩივარი ან ოფიციალური გამოძიების მოთხოვნა მომხმარებლის წინააღმდეგ, და/ან დადგინდა, რომ მომხმარებელმა განახორციელა რაიმე ელექტრონული დივერსია ან თავდასხმა, რომელიც ხელს შეუშლის სს „ნუროლ ჰოლდინგის“ სისტემების მუშაობას ან შეცვლის მათ ფუნქციონირებას, სს „ნუროლ ჰოლდინგს“ უფლება აქვს გამოიკვლიოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და აცნობოს შესაბამის იურიდიულ ორგანოებს .

საიტით სარგებლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ მომხმარებლები აცხადებენ სრულ და გამოუხმობ თანხმობას ზემოაღნიშნული იურიდიულ / სამართლებრივ შეტყობინებაზე .

სს „ნუროლ ჰოლდინგს“ შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს ყველა ინფორმაცია და წესი . მომხმარებლის პასუხისმგებლობაა დაიცვას ეს საკითხები .

საიტით სარგებლობა ექვემდებარება თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობას და ანკარის ცენტრალური სასამართლოები და ანკარის აღსრულების ოფისები უფლებამოსილია გადაწყვიტოს ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა საიტით სარგებლობის შედეგად .

Nurol Holding A .Ş .© 2011

საავტორო უფლებები ეკუთვნის სს „ნუროლ ჰოლდინგს“