Nurol – ის კომპანიების ჯგუფმა თავისი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით გაითქვა სახელი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, 40 – ზე მეტი ორგანიზაციით, შვილობილი კომპანიებითა და ფილიალებით სხვადასხვა სექტორში, ვაჭრობიდან თავდაცვის ინდუსტრიამდე, მშენებლობიდან მანქანა – დანადგარებამდე და წარმოებამდე, ტურიზმიდან ფინანსებამდე . . .

Nurol İnşaat – მა, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი თურქეთის მშენებლობის სექტორში, თავისი ფესვგადგმული კომპანიის კულტურით, გამოცდილი კადრებითა და მძლავრი მანქანა – დანადგარების პარკით, თურქეთის მასშტაბით წარმატებით განხორციელა არა ერთი უდიდესი პროექტი, როგორიცაა კაშხლების, გვირაბების, ხიდებისა და გზების მსგავსი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები, ინდუსტრიული ობიექტების, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების, სასტუმროების, ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლების, შენობებისა და სატელიტური ქალაქების პროექტები, და თურქეთი აღჭურვა თანამედროვე ფერებში .

Ilısu – ს კაშხალისა და ჰესის პროექტი, რომელიც იქნება თურქეთის სიდიდით მეორე კაშხალი და გამოიმუშავებს 4 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას დასრულების შემდეგ, რომელსაც ახორციელებს ჩვენი Nurol İnşaat კომპანია, როგორც საერთაშორისო კონსორციუმის ლიდერი, და Marmaray Bosphorus Immersed Tube Crossing პროექტი, რომელსაც ახორციელებს NUROL İnşaat, თურქულ – იაპონური პარტნიორობის ფარგლებში, არის მხოლოდ ორი მაგალითი თანამედროვე თურქეთის მეგაპროექტებისა, რომლის ერთ – ერთი მხარეც არის Nurol .

Nurol İnşaat – მა გააფართოვა თავისი წარმატებები უცხოური პარტნიორობითა და წარმომადგენლობით და საერთაშორისო ბაზრებზე წარმოაჩინა თავისი უმაღლესი პერფორმანსი . მისი საქმიანობის სფერო, რომელიც მოიცავს რუსეთის ფედერაციას, თურქეთის რესპუბლიკებს და ავღანეთს, გაფართოვდა ყურის ქვეყნებიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე, საქართველომდე და პოლონეთამდე, რამაც Nurol İnşaat – ი გლობალურ კომპანიად აქცია თავისი სანიმუშო პროექტებით, რომელიც მოიცავს სამ კონტინენტს .

FNSS, რომელიც ამაყობს იმით, რომ არის პირველი კერძო სექტორის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია თურქეთში, BAE Systems – თან პარტნიორობით აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მანქანებს და იარაღის სისტემებს, ძირითადად კი ჯავშანტექნიკას . FNSS, რომელმაც გააფორმა საზღვარგარეთ ექსპორტირებული უმსხვილესი თავდაცვის სისტემის კონტრაქტი სექტორში, არა მხოლოდ ემსახურება თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, არამედ დღეს მსოფლიოში აღიარებულია და ჩვენი ქვეყნისთვის დაახლოებით მილიარდი დოლარის საექსპორტო პოტენციალი აქვს შექმნილი .

Nurol Makina, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიით, გარდა იმ პროდუქციისა, რომელსაც უკვე აწარმოებს თავდაცვის ინდუსტრიაში 30 წლის განმავლობაში, ასევე აგრძელებს R&D – ზე დაფუძნებული პროდუქციის განვითარების კვლევების ჩატარებას, და ახალი პროდუქციის შექმნას და წარმოებას თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დანადგარების წარმოების სფეროში . ერთ – ერთი მათგანია კომპრესორის წარმოება .

Nurol Makina Sanayi – ის შვილობილი კომპანია Nurol Çelik, არის სექტორის წამყვან თურქულ კომპანიებს შორის, რომლის წლიური წარმოების სიმძლავრეა 12000 ტონა .  Nurol Çelik როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატებით ახორციელებს  ფოლადის ხიდებისა და კონსტრუქციების, ნავთობმილსადენებისა და სატუმბი სადგურების,   ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ელექტროსადგურების ფოლადის წარმოებისა და ელექტრომექანიკური გაყვანილობების მონტაჟს, სხვადასხვა კონსტრუქციული სისტემების წარმოებასა და მონტაჟს .

NUROL Technology, რომელიც NUROL-ის ახალ ინვესტიციებს შორისაა; თავისი სრულად ავტომატიზებული თანამედროვე საწარმოო ობიექტებით, იგი იყენებს მოწინავე მატერიალურ ტექნოლოგიებს და სთავაზობს მათ თურქულ და მსოფლიო ბაზრებს; პასუხობს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებს, როგორიცაა თავდაცვის მრეწველობა, ავიაცია, ენერგეტიკა, მედიცინა, ავტოინდუსტრია, ტექსტილი, მეტალურგია და ქიმია . NUROL Technology, R&D – ს სფეროში თავისი სიძლიერით, ფოკუსირებულია ნანო ტექნოლოგიასა და მის პრაქტიკაში დანერგვაზე, რათა ადგილი დაიმკვიდროს ამ სფეროებში წამყვან კომპანიებს შორის .

NurolBank, რომელიც დაარსდა 1999 წელს, „ნუროლის კომპანიების ჯგუფის“ – ის მიერ, როგორც საინვესტიციო ბანკი საფინანსო სექტორში; ის აგრძელებს საქმიანობას სტამბოლში, ანკარასა და იზმირში და შექმნილი სინერგიით ქმნის ძლიერ სტრუქტურას .

Nurol Gayrimenkul Yatırım Ortaklığı (ნუროლის უძრავი ქონების საინვესტიციო პარტნიორობა), რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი მისია თურქეთში თანამედროვე ურბანიზაციის ჩამოყალიბებაში, ერთის მხრივ თავისი ამბიციური პროექტებით, როგორიცაა Nurol Plaza სტამბოლში, ძვირადღირებული საცხოვრებელი სექტორის მწვერვალი  –  Nurol Residence ანკარაში, და Oasis სავაჭრო ცენტრი ბოდრუმში, ახორციელებს თურქეთის სხვადასხვა წერტილში არსებული ობიექტებისგან შექმნილი პორტფელის მართვას, ხოლო მეორეს მხრივ მუშაობს ახალ პროექტებზე .

ნუროლ ჰოლდინგის საკუთრებაში შემავალ სასტუმრო „შერატონ ანკარა“ – ს და Starwood Hotels & Resorts შესულია ტურიზმის სექტორში „ძვირადღირებული კოლექციის“ კატეგორიაში .  სასტუმრო „შერატონ ანკარა“ & „კონვენციის ცენტრი“ ამაყობს საერთაშორისო აღიარებით, რომელიც დაიმსახურა „2007 World Travel Awards” – ის ფარგლებში მიღებული “ევროპის საუკეთესო საკონფერენციო სასტუმრო” – ს და “თურქეთის საუკეთესო საკონფერენციო სასტუმრო” – ს ჯილდოებით .

ანტალიაში, ქემერის რაიონში Nurol Club Salima – ს საკუთრებაში შემავალი 1100 ადგილიანი რეკრეაციული ზონა; მომსახურების ხარისხის განსხვავებულობით, ის აგრძელებს მშვიდ და თბილ გარემოს შეთავაზებას თავისი სტუმრებისთვის მთელი მსოფლიოდან .

არც ისე დიდი ხნის წინ დასრულდა 220 ნომრიანი და სოციალური კომპლექსის მქონე სასტუმრო „შერატონ ბათუმი“, და შეუერთდა ჩვენს კომპანიათა ჯგუფს. Bosfor აგრძელებს ტურისტულ მომსახურებას “A Group Travel Agency” სერტიფიკატით .

NUROL კომპანიების ჯგუფი, რომელიც აწარმოებს ხარისხიან მომსახურებას ყველა სფეროში, ასევე აერთიანებს;

  • Karum Yönetim – ს რომელის ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს ანკარაში და სტამბულში;
  • Botim – ს, რომელიც წარმატებით მართავს ბოდრუმის ოაზისის სავაჭრო, კულტურულ და გასართობ ცენტრს;

• NUROL Havacılık – ს, რომელიც აგრძელებს VIP სტანდარტების საჰაეროს ტაქსის სერვისების მიწოდებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ .

NUROL Energy, რომელიც მიზნად ისახავს აქტიური როლის შესრულებას ქვეყნის მზარდი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებაში, აგრძელებს მრავალმხრივ საქმიანობას . ამ კონტექსტში, ოშკანისა და ბერკმანის ელექტროსადგურებმა კომერციული წარმოება დაიწყეს 2010 წელს ჯეიჰანის ჰესების პროექტის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ჩაბარების შემდეგ ოსმანიეს პროვინციის საზღვრებში, რომელიც დასრულდა კომპანია “ენოვა ენერჯისთან” – ს მიერ, რომელიც შეიქმნა ჰიდრო ელექტროენერგეტიკული პროექტების განსავითარებლად .

ყურის ქვეყნებს მნიშვნელოვანი წილი აქვთ საზღვარგარეთ NUROL – ის კომპანიების ჯგუფის სამშენებლო საქმიანობაში .

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე პროექტების გათვალისწინებით, დუბაიში სატელიტური ქალაქების ფარგლებში რეგიონის წამყვანი ინვესტორების დაკვეთით აშენებული რეზიდენციების მთლიანმა ფართობმა 500000 მ2 – ს გადააჭარბა, ხოლო ურბანული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური ფოლადის წარმოების პროექტები შეტანილია რეკომენდაციებში .

მეორეს მხრივ, ჩვენი პროექტები აბუ დაბიში მოიცავს ზღვის ხიდის გადასასვლელებს და არხებს, ინფრასტრუქტურის მშენებლობებს, მათ შორის სხვადასხვა ხიდისა და გვირაბის ნაგებობებს, და ძვირადღირებულ სასტუმროებსა და რეზიდენციებს .

ყურეში მიმდინარე სამუშაოების ერთერთი სხვა რეგიონი ყატარია, სადაც გრძელდება საერთაშორისო ფოლადის საკონტრაქტო სამუშაოები, არსებული ფოლადის საწარმოო ქარხანაში.

მაშინ, როდესაც საუდის არაბეთის სამეფოში მიმდინარეობს ჩვენი დანადგარების ჯგუფის, განსაკუთრებით FNSS  თავდაცვის სისტემების საქმიანობა, NUROL İnşaat 2010 წლის მდგომარეობით კვლავ იწყებს სამშენებლო – საკონტრაქტო სფეროში საქმიანობის განხორციელებას .

ჩვენი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკაში  – ალჟირში, გაფართოვდა და მოიცავდა ლიბიას . ამ კონტექსტში შედის ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა კაშხლები, ხიდები, მაგისტრალები და ინსტიტუციონალური შენობები .

საქართველოში, კიდევ ერთ ქვეყანაში, სადაც NUROL – ის საქმიანობა გრძელდება, სასტუმრო შერატონ ბათუმის შემდეგ, დასრულდა თბილისის პოლიციის განყოფილება, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ფუნქციას ასრულებს . ჩვენი მუშაობა გრძელდება ქვეყანაში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში .

Nurol – ს, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი მიღწევებით, ყოველთვის გააჩნდა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა . ნუროლის განათლების კულტურისა და სპორტის ფონდის გარდა, რომელიც თავის ერს ჩუქნის მის მიერ აშენებულ სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრებს, აგრძელებს მხარდაჭერას ხელოვნების მრავალ სფეროში და იზრდება საზოგადოებისთვის თავისი მომსახურებით, ასევე Nurol Art Gallery – ის ხელოვნების მოყვარულებს სთავაზობს ვიზუალურ სილამაზეს .

Nurol – ის კომპანიების ჯგუფი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა თურქეთსა და მსოფლიოში თავისი მოღვაწეობით, როგორც თურქული კერძო სექტორის წამყვანი ფესვგადგმული ინსტიტუტი; ის ყოველთვის ამაყობს სოციალური და ეკონომიკური ფასეულობების ხარისხით, რომელიც მან შექმნა იმ ძალით, რომელსაც ღებულობს სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიებისგან, მისი შვილობილი კომპანიებისგან, და მისი ოცი ათასი თანამშრომლისგან მთელს მსოფლიოში .